ძიუდო

16:36 | 17.04.2021 | ნანახია [] - ჯერ

უმედლო დღე ევროპის ჩემპიონატზე

პორტუგალიის დედაქალაქ ლისაბონში გრძელდება ევროპის ჩემპიონატი ძიუდოში, რომლის მეორე საშეჯიბრო დღე საქართველოსთვის უშედეგო გამოდგა.

73 კგ წონით კატეგორიაში ლაშა შავდათუაშვილმა წარუმატებლად იასპარეზა. ქართველმა ძიუდოისტმა პირველ შეხვედრაში მოლდოველი პეტრი პელივანი დაამარცხა, თუმცა შემდეგ ბელარუს ვადზიმ შოკასთან წააგო და უმედლოდ დარჩა.

ქალთა შორის მარიამ ჭანტურიამ (70 კგ) მოსინჯა ძალები, მაგრამ პირველივე ბრძოლაში ნიდერლანდელ კიმ პოლინგთან მარცხი განიცადა და ასპარეზობას გამოეთიშა.

შეგახსენებთ, ევროპის ჩემპიონატი გუშინ დაიწყო და საქართველოს აქტივში 1 ვერცხლის მედალია, რომელიც ვაჟა მარგველაშვილმა მოიპოვა.

0.112977