უეფას ოფიციალურმა ვებგვერდმა ევროპა ლიგის მეოთხედფინალური ეტაპის საპასუხო მატჩების შემდეგ ფეხბურთელების ასპარეზობის გათვალისწინებით სიმბოლუი ნაკრები დაასახელა. საუკეთესო 11 ფეხბურთელს შორის ყველაზე მეტი წარმომადგენელი ლონდონის "არსენალს" ჰყავს - "მეთოფეების" რიგებიდან ხუთი ფეხბურთელი გამოარჩიეს.
უეფას ოფიციალური ვებგვერდის ინფორმაციით, სიმბოლური ნაკრები შემდეგნაირად გამოიყურება:
მეკარე: დავიდ დე ხეა ("მანჩესტერ იუნაიტედი");
მცველები: აარონ ვან ბისაკა, აქსელ ტუანზებე, ალექს ტელეში (სამივე "მანჩესტერ იუნაიტედი"), კალუმ ჩამბერსი ("არსენალი");
ნახევარმცველები: ნიკოლას პეპე, ემილ სმიტ როუი, ბუკაიო საკა (სამივე, "არსენალი");
თავდამსხმელები: ედინ ჯეკო ("რომა"), ჟერარ მორენო ("ვილიარეალი"), ალექსანდრ ლაკაზეტი ("არსენალი");