სხვა

15:59 | 16.04.2021 | ნანახია [] - ჯერ

რომან დოლიძე: "რუსული პოლიტიკა ჩემთვის მიუღებელია"

ქართველი მებრძოლი რომან დოლიძე უკრაინასა და რუსეთს შორის დაძაბულ ვითარებას გამოეხმაურა. ქართველი სპორტსმენის განცხადებით, ემიჯნება რუსეთის მიერ გატარებულ ძალადობრივ მეთოდებს მის მეზობელ ქვეყნებში და იმედოვნებს, რომ მალე მშვიდობა დამყარდება.

„ყურადღებით ვადევნებ თვალს ჩემ მშობლიურ უკრაინაში მიმდინარე მოვლენებს. ვთვლი, რომ უკრაინა არის ერთიანი სახელმწიფო, რომელსაც შესწევს უნარი დამოუიკიდებლად მოაგვაროს კუთვნილ ტერიტორიაზე წარმოქმნილი კონფლიქტები. მიუღებელია ის ძალადობრივი მეთოდები, რასაც მეზობელი ქვეყნები იყენებენ უკრაინისა და საქართველოს წინააღმდეგ. დიდი იმედი მაქვს მალე მოხდება სიტუაციის მშვიდობიანი დეესკალაცია. ვღელავ და მინდა ვიყო მაქსიმალურად კორექტული, რუსეთში ბევრი მეგობარი მყავს. არ მინდა ვთქვა, რომ მე რუსეთს და ხალხს ვეწინააღმდეგები, მე ვემიჯნები რუსულ პოლიტიკას“, - განაცხადა დოლიძემ.

აქვე გეტყვით, რომ დოლიძე უკვე წლებია უკრაინაში ცხოვრობს. მან UFC-ში 3 ორთაბრძოლა გამართა, რომელთაგანაც 2 გამარჯვებით დაასრულა, ბოლოს კი ტექსასელ ტრევინ ჯაილსთან 3 რაუნდის შემდეგ ქულებით დამარცხდა.

0.106704