ფეხბურთი

12:22 | 16.04.2021 | ნანახია [] - ჯერ

კანავარო: "ინტერში" თამაშის დროს კარიერის დასრულებაზე ვფიქრობდი"

ლეგენდარულმა იტალიელმა ფეხბურთელმა ფაბიო კანავარომ ინსტაგრამში გულშემატკივრების კითხვებს უპასუხა და განაცხადა, რომ მილანის „ინტერში“ თამაშის დროს კარიერის დასრულებაზე სერიოზულად ფიქრობდა, თუმცა შემდეგ გადაიფიქრა.

„კარიერის დასრულებაზე „ინტერში“ ყოფნის დროს ვფიქრობდი. წვივის ძვლის მოტეხილობა მქონდა და იმ წელიწადნახევარში ძალიან ბევრი ვიტანჯე, გარკვეულ მომენტში ეს აზრი გამიჩნდა, რომელიც საბედნიეროდ თავიდან ამოვიგდე“, - თქვა იტალიელმა.

შეგახსენებთ, რომ ფაბიო კანავარო „ინტერში“ 2002-2004 წლებში თამაშობდა (74 მატჩი, 3 გოლი), რის შედეგადაც მილანელებმა ის „იუვენტუსს“ სათადარიგო მეკარე ფაბიან კარინიში გაუცვალეს. ტურინელთა რიგებში კანავარო ჩვეულ ფორმას დაუბრუნდა და იქაც ორი სეზონი გაატარა (95 თამაში, 7 გოლი).

2006 წელს კანავარო იტალიის ნაკრების რიგებში მსოფლიოს ჩემპიონი გახდა და იმავე წელს „ოქროს ბურთი“ მოიგო. „ინტერისა“ და „იუვეს“ გარდა, მას „ნაპოლიში“, „პარმაში“, „რეალსა“ და „ალ აჰლიში“ უთამაშია.

0.116122