ლონდონის „ტოტენჰემის“ ნახევარმცველი ერიკ ლამელა ზაფხულის სატრანსფერო პერიოდში გუნდს დიდი ალბათობით დატოვებს. Corriere Dello Sport-ის ინფორმაციით, 29 წლის ნახევარმცველის დამატებას „ნაპოლი“ ცდილობს და შეთანხმებასთან ახლოსაა.
ლამელას „ტოტენჰემთან“ კონტრაქტი 2022 წელს ეწურება და კლუბი მისი გასხვისების წინააღმდეგი არაა, რადგან ძირითად შემადგენლობაში იშვიათად ხვდება და თანაც, „მამლებს“ მისი უფასოდ დაკარგვა არ სურთ.
როგორც გამოცემა იტყობინება, სამხრეთ ამერიკელმა შემტევმა გენტს უკვე თანხმობა განუცხადა ნეაპოლში გადაბარგებაზე. ლამელა სერია A-ს კარგად იცნობს და 2011-2013 წლებში „რომაში“ თამაშობდა, სადაც კარიერაში საუკეთესო სეზონი ჩაატარა და 2012-2013 წლების სეზონშ 36 მატჩში 15 გოლი გაიტანა.
„ტოტენჰემის“ მაისურით არგენტინელი შემტევის ანგარიშზე 250 შეხვედრაში 37 გოლია, ხოლო არგენტინის ნაკრებში 25 თამაშში 3 გოლი აქვს გატანილი.