ფეხბურთი

23:40 | 15.04.2021 | ნანახია [] - ჯერ

ობამეიანგი მალარიით დაავადდა

ლონდონის „არსენალის“ თავდამსხმელი პიერ-ემერიკ ობამეიანგი მალარიით დაავადდა. ამის შესახებ გაბონელმა ფეხბურთელმა ინსტაგრამისსაკუთარ გვერდზე გაავრცელა ინფორმაცია.

„გამარჯობა. მადლობა ყველა წერილისა და ზარისთვის. სამწუხაროდ, რამდენიმე კვირის წინ მალარიით დაავვადდი გაბონის ნაკრებში ყოფნის დროს. ამ კვირაში რამდენიმე დღე საავადმყოფოში გავატარე, მაგრამ თავს უკეთ ვგრძნობ შესანიშნავი ექიმების წყალობით, რომლებმაც ასე სწრაფად აღმომიჩინეს და განკურნეს ეს ვირუსი. მალე დავბრუნდები უფრო ძლიერი, ვიდრე ოდესმე“, - წერს ობამეიანგი.

შეგახსენებთ, რომ მიმდინარე სეზონში პიერ-ემერიკ ობამეინაგმა ყველა ტურნირზე 33 მატჩი ჩაატარა, 14 გოლი გაიტანა და 2 საგოლე პასი გააკეთა.

0.114707