უნგრეთის თასის ფინალში ქართული დუელი იქნება. გიორგი ბერიძის „უიპეშტს“, რომელამც ფინალის საგზური გუშინ 23 წლის ჩვენებურის ერთადერთი გოლით მოიპოვა, ბუდუ ზივზივაძის „ფეჰერვარიც“ შეუერთდა.
უნგრულმა გუნდმა ნახევარფინალში „ბუდაპეშტი’ 2:1 დაამარცხა, იმის მიუხედავად, რომ თავიდან აგებდა. ქართველმა ფორვარდმა 86-ე წუთამდე ითამაშა.
ზივზივაძეს კონკრეტულად სათასო ტურნირზე 3 მატჩში 3 გოლი აქვს გატანილი, ხოლო ბერიძეს 4 შეხვედრაში - 6. უნგრეთის თასის ფინალი 3 მაისს გაიმართება და აუცილებლად ქართველი ფეხბურთელი მოიგებს, ოღონდ გასარკვევია - რომელი.