ფეხბურთი

20:03 | 15.04.2021 | ნანახია [] - ჯერ

ნეიმარი: "კარიერის დასრულების შემდეგ მინდა, პოკერის პროფესიონალი მოთამაშე გავხდე"

„პარი სენ ჟერმენისა“ და ბრაზილიის ნაკრების ფეხბურთელი ნეიმარი კარიერის დასრულების შემდეგ პოკერის თამაშს აპირებს და სურს, რომ პროფესიონალი მოთამაშე გახდეს.

„როდესაც კარიერას დავასრულებ, მინდა პოკერის პროფესიონალი მოთამაშე გვახდე. ეს ჩემი საყვარელი საქმეა, თითქმის ყოველდღე ვთამაშობ. ამის გაკეთება ბრაზილიაში დავიწყე, 2014 მუნდიალის დღეებში და მას შემდეგ არ გავჩერებულვარ. თავს ძალიან კომფორტულად ვგრძნობ და მჯერა, რომ როდესაც კარიერას დავასრულებ, შემიძლება დრო ტურნირებს დავუთმო, მივიღო ისეთ ღონისძიებებში მონაწილეობა, რომელშიც ყოველთვის მინდოდა, მაგრამ უარის თქმა მომიწა მრავალი ვალდებულების გამო“,- თქვა ნეიმარმა.

შეგახსენებთ, რომ ნეიმარს „პარი სენ ჟერმენთან“ კონტრაქტი 2022 წლამდე აკავშირებს და მხარეები მის განახლებაზე მოლაპარაკებებს აწარმოებენ.

თეგებინეიმარიპსჟ
0.122416