ჩემპიონთა ლიგის საპასუხო მეოთხედფინალურ მატჩში „მანჩესტერ სიტიმ“ სტუმრად მოუგო დორტმუნდის „ბორუსიას“ 1:2 (პირველი მატჩიც 2:1) და ნახევარფინალში „პარი სენ-ჟერმენს“ შეხვდება.
ამისდაკვალად, პეპ გვარდიოლას გუნდი ერთადერთი გახდა მიმდინარე ტურნირზე, რომელსაც არცერთი თამაში წაუგია - 9 მოგება და ერთი ფრე. ბურთების შეფარდება 21:3.
სხვათა შორის, გვარდიოლას ხელმძღვანელობით „სიტი“ პირველად გავიდა ლიგის ნახევარფინალში. მანჩესტერში მისი ხუთწლიანი მუშაობის განმავლობაში ერთხელ მერვედფინალში გავარდა მონაკოსთან და სამჯერ მეოთხედფინალში: „ლივერპულთან,“ „ტოტენჰემთან“ და „ლიონთან.“