ფეხბურთი

10:48 | 15.04.2021 | ნანახია [] - ჯერ

ფოდენმა მბაპეს მიღწევა გაიმეორა

ჩემპიონთა ლიგის საპასუხო მეოთხედფინალურ მატჩში, დორტმუნდის „ბორუსიამ“ შინ „მანჩესტერ სიტისთან“ 1:2 წააგო და გათამაშებას გამოეთიშა.

გამარჯვების გოლი „ქალაქელთა“ ყმაწვილმა ნახევარმცველმა, ფილ ფოდენმა გაიტანა. პორტალ Goal-ის ტვიტერის ოფიციალური გვერდი გვამცნობს, რომ ფოდენი მეორე ფეხბურთელი გახდა, რომელმაც ტურნირის მეოთხედფინალის ორ შეხვედრაში 21 წლის შესრულებამდე მოახერხა გატანა (ფოდენი 21 წლის 28 მაისს გახდება). მანამდე ეს მიღწევა პსჟ-ის შემტევ კილიან მბაპეს ეკუთვნოდა.

„სიტიმ“ მეოთხედფინალის პირველ მატჩშიც სძლია „დორტმუნდს“ (2:1) და ნახევარფინალში სწორედ მბაპეს „პარი სენ-ჟერმენს“ შეხვდება.

0.122575