საქართველოს თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა ნაკრების შემადგენლობა ევროპის ჩემპიონატისთვის ცნობილია. გუნდის მთავარმა მწვრთნელმა გიორგი იანტბელიძემ უკვე შეარჩია ის მოჭიდავეები, რომლებიც კონტინენტის პირველობაზე იასპარეზებენ.
საქართველო თავისუფალ სტილში 10 სპორტსმენით იასპარეზებს და შემადგენლობა ასეთია:
57 კგ - ბექა ბუჯიაშვილი
61 კგ - ბექა ლომთაძე
65 კგ - შმაგი თოდუა
70 კგ - დავით ტლაშაძე
74 კგ - ავთანდილ კენჭაძე
79 კგ - ნიკა კენჭაძე
86 კგ - სანდრო ამინაშვილი
92 კგ - ირაკლი მწითური
97 კგ - ელიზბარ ოდიკაძე
125 კგ - გენო პეტრიაშვილი
ევროპის 2021 წლის ჩემპიონატი 19-25 აპრილს პოლონეთის დედაქალაქ ვარშავაში გაიმართება. საქართველოს ნაკრები მოსამზადებელ ეტაპს ბორჯომში გადის, რომელსაც ორ დღეში დაასრულებს და ვარშავაში 16 აპრილს გაემგზავრება.