ფეხბურთი

11:44 | 14.04.2021 | ნანახია [] - ჯერ

პოჩეტინო: "ჩემპიონთა ლიგის ადრენალინი ძალიან მაკლდა"

„პარი სენ ჟერმენის“ მთავარმა მწვრთნელმა მაურისიო პოჩეტინომ „ბაიერნთან“ მატჩის შემდეგ კომენტარი გააკეთა. როგორც არგენტინელმა სპეციალისტმა აღნიშნა, ეს წარმატება მხოლოდ ფეხბურთელების დამსახურებაა.

„პირველ რიგში მინდა ფეხბურთელებს მივულოცო, ეს მთლიანად მათი დამსახურებაა. ძალიან ბედნიერი ვარ მოთამაშეების, კლუბის, პრეზიდენტისა და ლეონარდოს გამო. შესანიშნავია, რომ ყველას ერთად შეგვიძლია გავიზიაროთ ბედნიერი მომენტები. როდესაც სახლში ვიყავი და არ ვმუშაობდი, ეს ადრენალინი მენატრებოდა. ფეხბურთი საოცარი სპორტია. არასდროს უნდა დანებდე და უნდა იბრძოლო“, - თქვა პოჩეტინომ.

შეგახსენებთ, „პარი სენ ჟერმენი“ ნახევარფინალში „მანჩესტერ სიტისა“ და „დორტმუნდის“ წყვილში გამარჯვებულს შეხვდება.

0.123706