ნიკოლოზ ბასილაშვილი მონტე კარლოს ტურნირს გამოეთიშა. ქართველი ჩოგბურთელი პირველ წრეში სერბ ფილიპ კრაინოვიჩს დაუპირისპირდა და ტრავმის გამო თამაში მეორე სეტში შეწყვიტა.
ნიკოლოზმა პირველი სეტი უშანსოდ 1:6 წააგო, ხოლო მეორე სეტში 0:2 მარცხდებოდა, როდესაც ქართველმა ჩოგბურთელმა დაზიანების გამო თამაში შეწყვიტა და შესაბამისად, მარცხი განიცადა.
ამრიგად, საქართველოს საუკეთესო ჩოგბურთელისთვის მონტე კარლოს ტურნირი წარუმატებელი გამოდგა. ბასილაშვილს ტრავმა კალიარის ტურნირზეც აწუხებდა, სადაც ნახევარფინალამდე მისვლა მოახერხა.