ფეხბურთი

16:56 | 13.04.2021 | ნანახია [] - ჯერ

ჟერომ ბოატენგი სავარაუდოდ პრემიერლიგაში დაბრუნდება

მიუნხენის „ბაიერნის“ მცველი ჟერომ ბოატენგი დიდი ალბათობით კარიერას ინგლისის პრემიერლიგაში გააგრძელებს. Sky Sports-ის ინფორმაციით, გერმანელ ფეხბურთელს „ტოტენჰემი“ ეპატიჟება.

ბოატენგს „ბაიერნთან“ კონტრაქტი 30 ივნისს ეწურება და უკვე დადასტურდა, რომ ხელშეკრულებას არ განაახლებს, შესაბამისად გუნდს თავისუფალი აგენტის სტატუსით დატოვებს. ლონდონელებსაც მისი ხელში ჩაგდება უფასოდ შეუძლიათ.

ბოატენგს ინგლისში თამაშის გამოცდილება უკვე აქვს, რადგან 2010-2011 წლების სეზონი „მანჩესტერ სიტიში“ გაატარა. ჟერომს „ტოტენჰემის“ გარდა „ბარსელონასაც“ უკავშირებენ, მაგრამ ინგლისური გუნდი ფავორიტად მიიჩნევა.

შეგახსენებთ, რომ ჟერომ ბოატენგი „ბაიერნში“ 2011 წლიდან თამაშობს და 356 მატჩში 10 გოლი აქვს გატანილი.

0.113364