ფეხბურთი

15:48 | 13.04.2021 | ნანახია [] - ჯერ

ზლატანი ერთი მატჩით დასაჯეს

„მილანის“ შვედი თავდამსხმელი, ზლატან იბრაჰიმოვიჩი, სერია A-ს 30-ე ტურის მატჩში „პარმას“ წინააღმდეგ (3:1) მსაჯის, ფაბიო მარესკეს შეურაცხყოფისთვის პირდაპირი წითელი ბარათით გააძევეს მინდვრიდან.

სერია A-ს ოფიციალურ ვებ-გვერდზე წერია, რომ 39 წლის ფეხბურთელი ერთი მატჩითაა დისკვალიფიცირებული და ჯარიმად 5 ათასი ევროს გადახდაც მოუწევს.

ასე რომ, ზლატანი „მილანს“ შემდეგ მატჩში, 18 აპრილს, „ჯენოასთან“ ვერ დაეხმარება.

0.116622