Football Italia-მ გამოაქვეყნა წერილი, სადაც ნათქვამია, რომ „იუვენტუსის“ ყოფილი მთავარი მწვრთნელი, მასიმილიანო ალეგრი, კლუბის პრეზიდენტ ანდრეა ანიელის რონალდუს გუნდიდან გაშვებას ურჩევდა.
ტურინიდან წასვლის წელს, 2019-ში, ალეგრიმ უთხრა ანიელის, რონალდუ გუნდიდან გაეშვა. მაშინ კრიშტიანუს მხოლოდ ერთი სეზონი ჩაეტარებინა „ბებერი ქალბატონის“ მაისურით.
„მოიშორე რონალდუ, ის გუნდს განვითარების საშუალებას არ აძლევს.“ - ამბობდა ალეგრი.
შეგახსენებთ, რომ „იუვენტუსიდან“ წასვლის შემდეგ, ალეგრი უმუშევრადაა.