მიუნხენის „ბაიერნის“ მთავარმა მწვრთნელმა ჰანს-დიტერ ფლიკმა „პარი სენ ჟერმენთან“ ჩემპიონთა ლიგის საპასუხო მეოთხედფინალური მატჩის წინ კომენტარი გააკეთა. გერმანელი სპეციალისტის განცხადებით, მისმა გუნდმა მომენტების რეალიზაციის მხრივ უნდა მოუმატოს.
„პირველ მატჩში ბევრი საგოლე მომენტი გვქონდა, მაგრამ რეალიზაცია ვერ მოხერხდა. ამ მხრივ უნდა გავაუმჯობესოთ შედეგი. ვიცით, რომ ეს ადვილი არ იქნება, მაგრამ ყველაფერს გავაკეთებთ. ვიცით, რომ მინიმუმ ორი გოლი უნდა გავიტანოთ, ეს რთული იქნება, მაგრამ ეს ის მატჩებია, რომელშიც თამაში გვინდა. გვინდა პარიზში პატარა სენსაცია მოვახდინოთ და ბედნიერები ვიქნებით თუ ამას მოვახერხებთ“, - თქვა ფლიკმა.
შეგახსენებთ, რომ „პარი სენ ჟერმენისა“ და „ბაიერნის“ მატჩი 13 აპრილს, თბილისის დროით 23:00 საათზე დაიწყება. პირველი შეხვედრა ფრანგებმა გერმანიაში 3:2 მოიგეს.