ფეხბურთი

17:37 | 12.04.2021 | ნანახია [] - ჯერ

კამავინგამ ახალ კონტრაქტზე უარი თქვა და "რეალში" გადასვლა სურს

ფრანგული „რენის“ ნახევარმცველმა ედუარდო კამავინგამ კლუბთან კონტრაქტის განახლებაზე მოლაპარაკებები შეაჩერა და ზაფხულში სავარაუდოდ გუნდს დატოვებს.

The Athletic-ის ცნობით, მხარეები ხელშეკრულების 2025 წლამდე განახლებაზე მუშაობდნენ, მაგრამ კამავინგამ უარი თქვა და კლუბიდან წასვლა სურს. მას მოქმედი კონტრაქტი 2022 წელს ეწურება.

ფრანგ ფეხბურთელს მსურველების რიგი უდგას და მას „ლივერპული“, „ჩელსი“, „მანჩესტერი“ და პსჟ იწვევენ, მაგრამ ყველაზე დიდ ინტერესს მადრიდის „რეალი“ იჩენს და ედუარდოსაც პრიორიტეტად ესპანეთში გადაბარგება მიაცნია.

მიმდინარე სეზონში კამავინგამ ყველა ტურნირზე 34 თამაში ჩაატარა, 1 გოლი გაიტანა და 2 საგოლე პასი შეასრულა.

0.114826