ფეხბურთი

16:30 | 12.04.2021 | ნანახია [] - ჯერ

"დინამო ბათუმის" მორიგი გამარჯვება ეროვნულ ლიგაში

საქართველოს კრისტალბეთ ეროვნული ლიგის მერვე ტურში „დინამო ბათუმმა“ წყალტუბოს „სამგურალს“ უმასპინძლა და გამარჯვება ადვილად მოიპოვა.

შეხვედრა ბათუმელებმა ძალიან კარგად დაიწყეს და საწყის 5 წუთში რეალური საგოლე მომენტიც შექმნეს და გოლიც გაიტანეს. ანგარიში მეხუთე წუთზე გიორგი ფანცულაიამ გახსნა და თავისიანები წინ გაიყვანა.

პირველ ტაიმში გია გეგუჩაძის გუნდს კიდევ არაერთი რეალური საგოლე შანსი ჰქონდა, მაგრამ ვერ გამოიყენა და ანტრაქტზე ბათუმელთა უპირატესობა ერთბურთიანი იყო.

მეორე ტაიმსაც იგივე დასაწყისი ჰქონდა, როგორიც თამაშს. „დინამომ“ სწრაფად გაიტანა, ამჯერად ფანცულაიამ საგოლე პასი მიითვალა, თავი კი გიორგი ნიქაბაძემ გამოიჩინა. დარჩენილ დროში საგოლე მომენტები ორივე გუნდის კართან შეიქმნა, მაგრამ ანგარიში აღარ შეცვლილა.

„დინამო ბათუმს“ 8 ტურში 18 ქულა აქვს და მეორე ადგილზეა, ხოლო „სამგურალი“ 6 ქულით მერვე პოზიციაზეა.

„დინამო ბათუმი“ – „სამგურალი“ 2:0 (1:0)

გოლები: 1:0 ფანცულაია (5), 2:0 ნიქაბაძე (53)

0.119572