ფეხბურთი

21:38 | 11.04.2021 | ნანახია [] - ჯერ

რონალდუმ "იუვენტუსის" მაისური გაიხადა და მოედანზე დააგდო

ტურინის „იუვენტუსის“ თავდამსხმელმა კრიშტიანუ რონალდუმ „ჯენოასთან“ (3:1) მატჩის შემდეგ მაისური გაიხადა და მინდორზე დააგდო. პორტუგალიელი საკმაოდ გაღიზიანებული ჩანდა, რაც გოლის ვერგატანითაა გამოწვეული.

თუმცა, ამავდროულად, გავრცელდა ინფორმაცია, რომ რონალდუმ მაისური ბურთის მომტან ბიჭს აჩუქა, თუმცა, ამ შემთხვევაშიც, მაისურის საჩუქრად მიცემის არცთუ კორექტული ჟესტია.

რონალდუმ რამდენიმე დღის წინ პორტუგალიის ნაკრების კაპიტნის სამკლაურიც ძირს მოისროლა, თუმცა მაშინ ეროვნულ გუნდში მასთან მიმართებაში არანაირი სანქცია არ მიუღიათ.

ანდრეა პირლოს განცხადებით, ეს უბრალოდ გაბრაზებული ფეხბურთელის ჟესტი იყო და ამის გამო კრიშტიანუს დაჯარიმებას არ აპირებს. შეგახსენებთ, „იუვენტუსმა“ „ჯენოა“ 3:1 დაამარცხა და სატურნირო ცხრილში 62 ქულით მესამე ადგილზეა.

0.106979