ფეხბურთი

12:27 | 11.04.2021 | ნანახია [] - ჯერ

კუმანი: "ყველამ ნახა ეპიზოდი, მაგრამ მოგვიწევს ისევ გაჩუმება და მომხდართან შეგუება"

კატალონიის „ბარსელონას“ მთავარმა მწვრთნელმა რონალდ კუმანმა „რეალთან“ (1:2) მატჩის შემდეგ კომენტარი გააკეთა. ნიდერლანდელი სპეციალისტის განცხადებით, მსაჯი შეცდა და მისთვის გაუგებარია, ესპანეთში VAR-ი რისთვის აქვთ, რადგან მაინც არ იყენებენ.

„პირველ ტაიმში ცუდად ვითამაშეთ, როგორც შეტევაში, ისე დაცვაში. მეორეში უკეთესები ვიყავით და მინდა, რომ მსაჯებმა სწორი გადაწყვეტილებები მიიღო. იმ სიტუაციაში (ბრათვაითის საჯარიმოში დაცემა მენდისთან კონტაქტის შემდეგ - რედ), პენალტის დანიშვნა საჭირო იყო და დამატებული 4 წუთიდან ორნახევარი მსაჯმა რაციაში საუბარით გაიყვანა. პენალტი აშკარა იყო, მაგრამ, კიდევ ერთხელ მოგვიწევს მომხდართან შეგუება და გაჩება. არ მესმის ესპანეთში VAR-ი რისთვისაა, ყველამ ნახა ეპიზოდი“, - თქვა კუმანმა.

შეგახსენებთ, „რეალმა“ „ბარსელონას“ ლა ლიგის ერთ სეზონში ორივე თამაში 2007-2008 წლების სეზონის შემდეგ პირველად მოუგო. გარდა ამისა, 43 წლის შემდეგ ზედიზედ სამი „ელ კლასიკო“ მიჯრით სამჯერ პირველად მოიგო.

0.117556