რუსეთის დედაქალაქ მოსკოვში მიმდინარე ევროპის ჩემპიონატზე ძალოსნობაში ანტონ პლესნოიმ (96 კგ) სამი ოქროს მედალი მოიპოვა! საქართველოს ნაკრების ერთ-ერთმა ლიდერმა ბრწყინვალედ იასპარეზა და კონკურენტებს უბრალოდ შანსი არ დაუტოვა.
ანტონმა ატაცში 171, 175 და 180 კგ ერთმანეთის მიყოლებით დააფიქსირა და ამ დისციპლინაში ოქროს მედალი დაისაკუთრა, თანაც ორჭიდის ჯამში 8-ქულიანი უპირატესობა მოიპოვა და ევროპის ჩემპიონობისკენ დიდი ნაბიჯი გადადგა. აკვრაში პლესნოიმ 207 და 213 კგ დაძლია და ორი მოძრაობის შედეგად გაირკვა,რომ აკვრაში და ორჭიდის ჯამშიც ოქროს მედალი მისი იყო. მესამე ცდაზე ის 221-კგიან შტანგას შეეჭიდა, მაგრამ ვერ დააფიქსირა.
მიუხედავად ამისა, სამივე ოქროს მედალი მოიპოვა და ევროპის ჩემპიონატი აბსოლუტური ტრიუმფით დაასრულა. ორჭიდის ჯამში ანტონს 393 კგ დაუგროვდა და მეორეადგილოსანს ძალიან დიდი უპირატესობით აჯობა. ამრიგად, 9 აპრილს რუსეთის დედაქალაქში საქართველოს ჰიმნი გაჟღერდა!
„ეს ოქრო საქართველოს ეკუთვნის. თავისუფლებას გაუმარჯობს. ყველამ ერთად ვიბრძოლოთ ჩვენი ქვეყნის ერთიანობითვის, ასე სჯობს!“, - თქვა ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა გიორგი ასანიძემ პირდაპირ ეთერში კამერების წინაშე.
შეგახსენებთ, მიმდინარე ევროპის ჩემპიონატზე რევაზ დავითაძე ჩაერთო და სამი მედალი მოიპოვა: ატაცსა და ორჭიდის ჯამში ვერცხლი, ხოლო აკვარში - ოქრო, შოთა მიშველიძემ ორი ვერცხლის და გოგა ჩხეიძემ კი მცირე ბრინჯაოს მედალი მოიპოვა.