ქართველმა კალათბურთელმა გიორგი ბეჯანიშვილმა სტუდენტური კარიერა დაასრულა. ის ამიერიდან პროფესიული კარიერის დაწყებას და 2021 წლის დრაფტზე დადგომას აპირებს. ახალგაზრდა კალათბურთელმა სოციალურ ქსელში გამოსამშვიდობებელი პოსტიც დაწერა, სადაც აწ უკვე ყოფილ გუნდს ემოციურად დაემშვიდობა.
„კალათბურთიდან დაწყებული, ცეკვის გაკვეთილებით დასრულებული. აქ ყოფნის პირველივე დღიდან ჩემპიონობამდე მხოლოდ სიყვარული მახსოვს. „ილინოისის“ ყველა გულშემატკივარს ძალიან დიდი მადლობა მინდა გადავუხადო. ჩემი თავგადასავალი ილინოისში გასაოცარი იყო. 2021 წლის დრაფტის განაცხადში ვარ და ამის შემდეგ პროფესიული კარიერის დაწყებას ვაპირებ.
მადლობა ყველას, ვინც ამ მიზნისკენ მიმავალ გზაზე მეხარებოდა. ყოველთვის გამეხარდება ჩემი გუნდის წარმატება“, - დაწერა ბეჟანიშვილმა.
შეგახსენებთ, რომ ქართველმა კალათბურთელმა ამერიკის სტუდენტური ლიგის Big Ten-ის კონფერენციის ჩემპიონობა მოიპოვა. გიორგი "ილინოისის" ღირსებას სამი წლის განმავლობაში იცავდა.