ფეხბურთი

21:08 | 8.04.2021 | ნანახია [] - ჯერ

არსენ ვენგერმა "ავტომატური თამაშგარის" სისტემაზე ისაუბრა

ლონდონის „არსენალის“ ყოფილი მთავარი მწვრთნელი და ამჟამად ფიფას თანამშრომელი არსენ ვენგერი საინტერესო იდეით გამოვიდა. ფრანგის განცხადებით, მუშაობენ მექანიზმზე, რომელიც თამაშგარე მდგომარეობას ავტომატურად დააფიქსირებს და სიგნალი პირდაპირ მსაჯს გადაეცემა.

ვენგერი ვარაუდობს, რომ პირველად ამ სისტემას მსოფლიოს 2022 წლის ჩემპიონატზე გამოიყენებენ:

„ვფიქრობ 2022 წლისთვის უკვე მზად იქნება. სიგნალი დაუყოვნებლივ გადაეცემა გვერდით მსაჯს და მაჯის საათზე აინთება წითელი შუქი, რომელიც ეტყვის იყო თუ არა თამაშგარე. ეს ამ დროისთვის არსებობს სიტუაციები, როდესაც მოთამაშეებს ლოდინი უწევთ იმის გასაგებად თამაშგარე იყო თუ არა, საშუალოდ დაახლოებით 70 წამია ლოდინის დრო, ზოგჯერ უფრო მეტიც. ბევრი გოლი გაუქმებულა სანტიმეტრების გამო დროის გასვლის შემდეგ, როდესაც ის ფეხბურთელებმა უკვე იზეიმეს“, - თქვა ვენგერმა.

შეგახსენებთ, რომ მსოფლიოს 2022 წლის ჩემპიონატი ყატარში 21 ნოემბრიდან 18 დეკემბრამდე გაიმართება.

0.113722