სხვა

19:38 | 8.04.2021 | ნანახია [] - ჯერ

რევაზ დავითაძის სამი მედალი და ევროპის ვიცე-ჩემპიონის ტიტული

რუსეთის დედაქალაქ მოსკოვში გრძელდება ევროპის ჩემპიონატი ძალოსნობაში, რომლის მორიგ საშეჯიბრო დღეს ასპარეზობაში რევაზ დავითაძე ჩაერთო და სამი მედალი მოიპოვა: ატაცსა და ორჭიდის ჯამში ვერცხლი, ხოლო აკვარში - ოქრო.

რევაზმა ატაცში 166 და 171 კგ დააფიქსირა, მაგრამ მესამე ცდაზე 176 კგ ვერ დაძლია, რის შედეგადაც ამ დისციპლინაში ვერცხლის მედალი ერგო, რადგან მასზე მეტი მხოლოდ სომეხმა ძალოსანმა კარენ ავაღიანმა დააფიქსირა, რომელიც 175 კგ-ს გაუმკლავდა.

დავითაძემ აკვრაში პირველი დაიკავა და ამ კონკრეტულ დისციპლინაში ოქროს მედალს დაეუფლა: 200 და 203 კგ დაძლია, მაგრამ 205 კგ ვერ ასწია. ამის მიუხედავად, აკვრაში ოქროს მედალოსანი გახდა. ორჭიდის ჯამში ქართველმა ძალოსანმა 374 კგ დააფიქსირა და ერთადერთი კილოგრამით ჩამორჩა კარენ ავაღიანს (375 კგ), რის შედეგადაც ორჭიდში ევროპის ჩემპიონატის ვერცხლის მედლის მფლობელი გახდა.

აღსანიშნავია, რომ აკვრაში დავითაძეს ბოლო მოძრაობაში, 205 კგ რომ დაეფიქსირებინა, ორჭიდის ჯამშიც იპირველებდა და ევროპის ჩემპიონი გახდებოდა.

შეგახსენებთ, მიმდინარე ევროპის ჩემპიონატზე მანამდე, შოთა მიშველიძემ ორი ვერცხლის და გოგა ჩხეიძემ კი მცირე ბრინჯაოს მედალი მოიპოვა.

0.11673