სარეკლამო ადგილი - 1
970 x 90
ფეხბურთი

11:42 | 7.04.2021 | ნანახია [] - ჯერ

ზიდანი: "იუვენტუსი"? ეს გუნდი ჩემთვის მნიშვნელოვანია, ამ ეტაპზე მადრიდში ვარ"

მადრიდის „რეალის“ მთავარმა მწვრთნელმა ზინედინ ზიდანმა ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალში „ლივერპულთან“ (3:1) გამარჯვების შემდეგ კომენტარი გააკეთა. ფრანგი სპეციალისტის განცხადებით, მისმა გუნდმა კარგად ითამაშა, მაგრამ წინ მეორე მატჩია.

„გამარჯვება სასიამოვნოა, მაგრამ მთლიანობაში განცდა არაერთგვაროვანია. შესანიშნავი მატჩი გვქონდა, თუმცა მეორე ტაიმის დასაწყისში სირთულეები გამოვიარეთ. ყველა ფეხბურთელით ვამაყობ, მაგრამ წინ საპასუხო თამაშია.

მეორე ტაიმში მათ ერთხელ დაარტყეს და გოლი გაიტანეს. ცუდია, მაგრამ ეს ფეხბურთია. ბედნიერი ვარ, რომ ვინისიუსმა გაიტანა, მას სჭირდებოდა. ის კარგია, გუნდს ეხმარება და როდესაც გოლს იტანს, ენერგია ემატება. ახლა წინ მნიშვნელოვანი მატჩი გვაქვს „ბარსელონასთან“, მაგრამ მანამდე ენერგია უნდა აღვიდგინოთ.

„იუვენტუსი“? იტალია მენტარება. ტურინში 5 წელი გავატარე და „იუვენტუსი“ ჩემთვის დღემდე მნიშვნელოვანია. მაგრამ არ ვიცი, დღეს აქ ვარ, ვნახოთ რა მოხდება“, - თქვა ზიდანმა.

შეგახსენებთ, „ლივერპულისა“ და „რეალის“ საპასუხო მატჩი 14 აპრილს ინგლისში გაიმართება.

სარეკლამო ადგილი - 26
250 x 500
0.115156