კალათბურთი

23:52 | 6.04.2021 | ნანახია [] - ჯერ

გიორგი შერმადინის 14-ქულიანი თამაში ჩემპიონთა ლიგაზე

საკალათბურთო ჩემპიონთა ლიგაზე გიორგი შერმადინის „ტენერიფე“ საკუთარ მოედანზე „ბურგოსს“ დაუხვდა, რომლის ღირსებას საქართველოს ნაკრების თად მაკფადენი იცავს. მასპინძლები მთელი თამაში დიდ უპირატესობას ფლობდნენ და უმარტივესად, 89:60 იმარჯვეს.

მოედანზე ერთ-ერთი საუკეთესო შერმადინი იყო. ქართველმა ცენტრმა 19:44 წუთში 14 ქულა, 7 მოხსნა და 2 პასი მიითვალა, 8-დან 6 ორქულიანი და 4-დან 2 საჯარიმო ჩააგდო, მისი მარგი ქმედების კოეფიციენტი კი 17 გამოდგა, რაც ორივე გუნდში მეორე მაჩვენებელი იყო.

თად მაკფადენმა კი პარკეტზე 11:44 წუთი გაატარა და საკუთარ გუნდს მხოლოდ 2 ქულითა და 1 პასით შეეშველა. მან 4-დან 1 ორქულიანი ჩააგდო და 1 სამქულიანი ააცილა.

„ტენერიფემ“ J ჯგუფში 5 გამარჯვებით და 1 მარცხით იპირველა, „ბურგოსი“ კი 4 მოგებითა და 2 წაგებით მეორე ადგილზე გავიდა. ჩემპიონთა ლიგაზე ასპარეზობას ორივე გუნდი აგრძელებს და პლეი-ოფში, მეოთხედფინალში ითამაშებენ.

0.124763