ფეხბურთი

19:40 | 6.04.2021 | ნანახია [] - ჯერ

დიახაბის ბრალდებას კალამ უპასუხა: "იტყუება, ასეთი არაფერი მითქვამს!"

ესპანეთის ლა ლიგის 29-ე ტურის მატჩი „კადისსა“ და „ვალენსიას“ (2:1) შორის სკანდალური გამოდგა. 31-ე წუთზე „ვალენსიას“ ფეხბურთელებმა თამაში შეწყვიტეს და მოედანი დატოვეს. მიზეზი კი მუხტარ დიახაბის მხარდაჭერა იყო.

ფრანგ ფეხბურთელს „კადისის“ მცველ ხუან კალასთან შელაპარაკება მოუვიდა და ის რასიზმში დაადანაშაულა. სტუმრებმაც თანაგუნდელს მხარი დაუჭირეს. მოგვიანებით დიახაბიმ განაცხადა, რომ კალამ მას „შავი განავალი“ უწოდა. თუმცა, ესპანელი ფეხბურთელი ამ ბრალდებას გამოეხმაურა და კატეგორიულად უარყო.

„სამწუხაროდ, იძულებული ვარ ავხსნა ყველაფერი, რაც სინამდვილეში მოხდა. ყველაფერი იწყება „ვალენსიას“ სასარგებლოდ ჩამოწოდებული კუთხით, სადაც დიახაბიმ წამაქცია და იდაყვიც ჩამარტყა, მაგრამ პრეტენზია თვითონ ჰქონდა და მითხრა, წამომდგარიყავი. შემდეგ იყო გოლი, კიდევ ორი მომენტი, როდესაც კონტაქტი გვქონდა. დიახაბის ვუთხარი, რომ ჩემთვის თავი დაენებებინა, მაგრამ აგრძელება. ის მადანაშუალებს იმაში, რომ „შავი განავალი“ ვუწოდე, თუმცა, გაოცებული ვარ იმით, რაც ხდება. არასდროს მსგავსი არაფერი მითქვამს. რასაც ის ამბობს, ტყულია.

შეგახსენებთ, რომ მატჩი ცოტა ხნის შემდეგ გაგრძელდა, თუმცა ინციდენტის მონაწილენი მოედანზე აღარ გამოჩელან. თამაში „კადისმა“ 2:1 მოიგო და პირველი გოლი დასაწყისშივე კალამ გაიტანა.

0.116056