ფეხბურთი

17:04 | 6.04.2021 | ნანახია [] - ჯერ

იტალიის ნაკრების კლასტერი გაიზარდა: "იუვენტუსს" ბერნარდესკი გამოაკლდა

ტურინის „იუვენტუსში“ კორონავირუსის კიდევ ერთი შემთხვევა დაფიქსირდა. კლუბის ვებგვერდის ინფორმაციით, ფედერიკო ბერნარდესკიმ დადებითი ტესტის პასუხი მიიღო.

ის თვითიზოლაციაში გადავიდა და უახლოეს მატჩებში გამოჯანმრთელებამდე თავის გუნდს ვერ დაეხმარება. ფედერიკომდე კორონავირუსი მერიჰ დემირალსა და ლეონარდო ბონუჩის დაუდასტურდათ და ისინიც თვითიზოლაციაშ იმყოფებიან.

აღსანიშნავია, რომ იტალიის ნაკრების შეკრება კორონავირუსის კლასტერად იქცა. ჯერ კიდევ შეკრების დროს, „სკუადრა აძურას“ ოთხ თანამშრომელს კოვიდ-19 აღმოაჩნდა, რასაც ფეხბურთელების დაინფიცირება მოჰყვა. ბერნარდესკის და ბონუჩის გარდა, ბოლო დღეებში კორონავირუსი ვინჩენცო გრიფოს, სალვატორე სირიგუს, მარკო ვერატის, ალესანდრო ფლორენცისა და ალესიო კრანიოს დაუდასტურდათ - ყველა მათგანი მარტში იტალიის ნაკრებში იყო.

შეგახსენებთ,რომ „იუვენტუსი“ 7 აპრილს საკუთარ მოედანზე „ნაპოლის“ უმასპინძლებს.

0.109278