იტალიის ნაკრების ყოფილმა კაპიტანმა, ამჟამად კი ჩინური „გუანჩჟუ ევერგრანდის“ მთავარმა მწვრთნელმა, ფაბიო კანავარომ, ჟურნალისტებს უთხრა, რომ თუ გუნდი თანამდებობიდან დამრიგებელ ანდრეა პირლოს გაათავისუფლებს, ამით ორმაგ შეცდომას დაუშვებს.
„დაწყნარდით, როცა „იუვენტუსი“ პირლოს ნიშნავდა, ძალიან კარგად იცოდნენ, რომ მას სამწვრთნელო გამოცდილება არ ჰქონდა. ამიტომ, ლოგიკურია, რომ მეტი დრო უნდა მიეცეს სამუშაოდ, რათა მოძლიერდეს და გუნდიც დაალაგოს.
პირლომ უკვე ბევრი გააკეთა. შემადგენლობაში ახალგაზრდები დააწინაურა. დააბალანსა გუნდი, რომელშიც ბევრი ისეთი ფეხბურთელია, რომლებსაც უამრავი ჯილდოები მოუგიათ თავის დროზე.
მართალია, რაღაც-რაღაცეები არ გამოდის, მაგრამ ანდრეაც ადამიანია და ისიც ცდება.
თუ „იუვენტუსი“ პირლოს გაათავისუფლებს, მაშინ საერთოდ რატომ მოჰყავდათ გასულ ზაფხულს? კლუბი ორჯერ შეცდება, თუ მას გაუშვებს“ - ციტირებს კანავაროს სიტყვებს La Gazzetta dello Sport.