„იუვენტუსის“ ყოფილი მწვრთნელი, მასიმილიანო ალეგრი, კლუბის პრეზიდენტ ანდრეა ანიელის შეხვდა - გვამცნობს Football Italia. ალეგრიმ ყოფილ ბოსს აღდგომა მიულოცა და შემდეგ კარგა ხანს ისაუბრეს.
იტალიურ მედიაში სულ უფრი ხშირად ჩნდება ცნობები სეზონის დამთავრების შემდეგ ანდრეა პირლოს გუნდიდან წასვლის შესახებ. ანიელისთანაც უკამათია „პროფესორს.“
maმასიმილიანო ალეგრი,
ახლა „ბებერი ქალბატონის“ ხელმძღვანელობა მთავარი მწვრთნელის პოსტზე ორ კანდიდატურას განიხილავს: ზინედინ ზიდანს, რომელიც ამჟამად მადრიდის „რეალს“ წვრთნის და მასიმილიანო ალეგრის. თითქოს ზიდანიც არ არის წინააღმდეგი კრიშტიანუ რონალდუსთან ისევ იმუშაოს.