საქართველოს ფეხბურთის ფედერაციაში დავით ყიფიანის სახელობის თასის გათამაშების 1/16-ფინალური ეტაპის წილისყრა გაიმართა და შესაბამისად ტურნირზე შემორჩენილი 32 გუნდი დაწყვილდა.
ამ ეტაპზე კრისტალბეთ ეროვნული ლიგისა და კრისტალბეთ ეროვნული ლიგა 2-ის ოცივე მონაწილე და ასევე ლიგა 3-ის შვიდი, ლიგა 4-ის 3 და ორი რეგიონული ლიგის გუნდია. წილოსყრის შედეგები ასეთია:
„დიდუბე“ – „გორი“
„მაღაროელი“ – „სამგურალი“
„გურია“ – „ჩიხურა“
„საბურთალო 2“ – „გარეჯი“
„შუქურა“ – „დინამო თბილისი“
„სიონი“ – „სამტრედია“
„ვიტ ჯორჯია 2“ – „დილა“
„სამგურალი 2“ – „თელავი“
„ზესტაფონი“ – „არაგვი“
„გაგრა“ – „დინამო ზუგდიდი“
„დინამო თბილისი 2“ – „ვიტ ჯორჯია“
„მერანი“ (თბილისი) – „ლოკომოტივი“
„მერანი“ (მარტვილი) – „ტორპედო“
„რუსთავი“ – „დინამო ბათუმი“
„ლეგიონი“ – „შევარდენი“
„სპაერი“ – „საბურთალო“
საქართველოს დავით ყიფიანის სახელობის თასის 1/16-ფინალური ეტაპის მატჩები 20-21 აპრილს გაიმართება.