“მანჩესტერ იუნაიტედის” გულშემატკივრებს შორის გამოკითხვა ჩატარდა. მათ უნდა დაესახელებინათ თავიანთი საყვარელი გუნდის უკანასკნელი 30 წლის საუკეთესო გუნდი.
აღსანიშნავია რჩეულ 11 ფეხბურთელს შორის, უეინ რუნის, დევიდ ბექჰემის და ედვინ ვან დერ საარის ვერმოხვედრა.
სიმბოლური გუნდი კი ასე გამოიყურება:
“მანჩესტერ იუნაიტედი” (4-4-2): პეტერ შმეიხელი; გარი ნევილი, იააპ სტამი, რიო ფერდინანდი, დენის ირვინი; კრიშტიანუ რონალდუ, პოლ სქოულზი, როი კინი, რაიან გიგზი; ერიკ კანტონა, რუუდ ვან ნისტელროი.