ლონდონის „ჩელსის“ ფეხბურთელებმა ანტონიო რუდიგერმა და კეპა არისაბალაგამ ვარჯიშზე იჩხუბეს. ბრიტანული მედიის ცნობით, თანაგუნდელთა შორის კამათი მოხდა და ყველაფერი იქამდე მივიდა, რომ საქმეში ტომას ტუხელი ჩაერია.
გერმანელმა სპეციალისტმა რუდიგერს ვარჯიში დაატოვებინა და სიტუაცია ამ გზით განიმუხტა. თუმცა, ეს ფაქტი გუნდის ატმოსფეროზე დადებით გავლენას არ მოახდენს.
„ჩელსი“ „პორტუსთან“ მატჩისთვის ემზადება, რომელსაც 7 აპრილს ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალში დაუპირისპირდება. „არისტოკრატებმა“ ინგლისის პრემიერლიგის ბოლო ტურში საკუთარ მოედანზე „ვესტ ბრომვიჩთან“ 2:5 წააგეს.