ინგლისის ლიგის თასის ფინალს გულშემატკივრები დაესწრებიან. ინფორმაციას გავლენიანი გამოცემა BBC ავრცელებს.
როგორც აღნიშნული წყარო იტყობინება, „მანჩესტერ სიტისა“ და ლონდონის „ტოტენჰემის“ ფინალურ შეხვედრაზე დასწრების უფლებას 8 ათას მაყურებელს მისცემენ. ბილეთები ორივე გუნდზე თანაბრად გადანაწილდება.
შეგახსენებთ, რომ ინგლისის ლიგის თასის ფინალი 25 აპრილს გაიმართება.