ფეხბურთი

22:25 | 3.04.2021 | ნანახია [] - ჯერ

„პარი სენ-ჟერმენი“ შინ „ლილთან“ დამარცხდა

ფრანგული ლიგა 1-ის 31-ე ტურის მატჩში, „პარი სენ-ჟერმენი“ შინ „ლილთან“ 0:1 დამარცხდა.

მე-20 წუთზე ანგარიში ჯონათან დევიდმა გახსნა. 90-ე წუთზე ტრავმამოშუშებული ნეიმარი მეტოქეს ეუხეშა, მეორე ყვითელი ბარათი მიიღო და მოედანი დატოვა. მალევე მას სტუმარი ტიაგუ ჯალოც მიჰყვა.

„ლილმა“ 66 ქულა მოაგროვა და სატურნირო ცხრილს ერთპიროვნულად ჩაუდგა სათავეში. 63-ქულინი პსჟ მეორე დგილზეა.

თეგებიპსჟლილი
0.116404