ფეხბურთი

14:48 | 3.04.2021 | ნანახია [] - ჯერ

"იუვენტუსში" ფეხბურთელებს ხელფასის 4 თვით გადავადების თხოვნით მიმართეს

ტურინის „იუვენტუსის“ ხელმძღვანელობამ ფეხბურთელებს ხელფასების ოთხთვიანი გადავადების თხოვნით მიმართა. ინფორმაცია Corriere Dello Sport-მა გაავრცელა.

აღსანიშნავია, რომ მსგავსი შეთანხმება ტურინულ გრანდში გასულ სეზონშიც შედგა, როდესაც კორონავირუსის გამო სეზონი შეწყდა. თუმცა, ახლა შესაძლოა ასე არ მოხდეს, რადგან ზოგიერთ ფეხბურთელს კონტრაქტი ეწურება და ზაფხულის შემდეგ გუნდის დატოვებას აპირებენ.

ჯერჯერობით სხვა დეტალები უცნობია. ანდრეა პირლომ „ტორინოსთან“ მატჩის წინ გუნდიდან სამი ფეხბურთელი, ვესტონ მაკკენი, პაულო დიბალა და არტური მოკვეთა საკარანტინე წესების დარღვევის გამო.

შეგახსენებთ, „იუვენტუსი“ დღეს ტურინულ დერბიში „ტორინოს“ ესტუმრება.

თეგებიიუვენტუსი
0.120633