საქართველოს ძიუდოისტთა ეროვნული ნაკრების ყველაზე ტიტულოვანი წევრები ავთანდილ ჭრიკიშვილი (81 კგ) და ვარლამ ლიპარტელიანი (90 კგ) იაპონიაში გაემგზავნენ, სადაც ორთვიან შეკრებას გაივლიან.
ამის შესახებ „მსოფლიო სპორტთან“ საუბარში ძიუდოს ფედერაციის პრესსამსახურის წარმომადგენელმა ზურა უსუფაშვილმა განაცხადა.
„საქართველოს ძიუდოს ხელმძღვანელობის გადაწყვეტილებით, საქართველოს ეროვნული ნაკრების ყველაზე ტიტულოვანი წევრები ტოკიოში, კონკრეტულად კი ტოკაის უნივერსიტეტში, იაპონელ ძიუდოისტებთან ერთად ორთვიან შეკრებას გაივლიან“ - გვითხრა უსუფაშვილმა.
შეგახსენებთ, რომ ძიუდოისტთა მსოფლიოს ბოლო ჩემპიონატზე ჭრიკიშვილი პლანეტის ჩემპიონი გახდა, ხოლო ლიპარტელიანი ბრინჯაოს მედალს დაეუფლა.