ეროვნულ საკალათბურთო ასოციაციაში გოგა ბითაძის „ინდიანა პეისერსმა“ „შარლოტ ჰორნეტსს“ უმასპინძლა და მორიგი, უკვე ზედიზედ მესამე მარცხი განიცადა. ინდიანაპოლისელებმა პრაქტიკულად უშანსოდ წააგეს - 97:114.
გოგა ბითაძეს მხოლოდ 10:47 წუთი დაუთმეს, მაგრამ ეს მწირი დრო ფანტასტიკურად გამოიყენა! ქართველმა ცენტრმა 10 ქულა, 7 მოხსნა (3 შეტევაში) და 1 პასი მიითვალა. რაც მთავარია, ამჯერად მხოლოდ ერთხელ დაჯარიმდა. გოგამ 4-დან 3 ორქულიანი, 2-დან 1 სამქულიანი და 3-დან 1 საჯარიმო ჩააგდო.
„ინდიანა პეისერსი“ 21 გამარჯვებით და 26 მარცხით აღმოსავლეთ კონფერენციაში მეცხრე ადგილზეა და მომდევნო შეხვედრას 4 აპრილს, სტუმრად „სან ანტონიო სპურსთან“ გამართავს.