იტალიის ეროვნული ნაკრების და "პარი სენ ჟერმენის" საყრდენ ნახევარმცველს მარკო ვერატის კორონავირუსი დაუდასტურდა და "ბაიერნთან" გასამართ ჩემპიონთა ლიგის მეოტხედფინალური ეტაპის პირველ მატჩში მონაწილეობას ვერ მიიღებს. აღნიშნული ინფორმაცია პსჟ-ს ოფიციალურმა ვებგვერდმა გაავრცელა.
გერმანული და ფრანგული გუნდების პირველი დაპირისპირება მეოთხედფინალში 7 აპრილს გაიმართება. მიმდინარე სეზონში ვერატიმ პარიზული გრანდის მაისურით 26 შეხვედრა ჩაატარა და თავი ექვსი საგოლე გადაცემით გამოიჩინა.