ფეხბურთი

18:50 | 2.04.2021 | ნანახია [] - ჯერ

ანდრეა პირლომ გუნდიდან სამი ფეხბურთელი მოკვეთა

ტურინის „იუვენტუსის“ ფეხბურთელები ვესტონ მაკკენი, პაულო დიბალა და არტურ მელო გუნდიდან დროებით მოკვეთეს.

ამერიკელმა ნახევარმცველმა ოთხშაბათს საკუთარ ვილაში წვეულება მოაწყო, სადაც 20-მდე ადამიანი დაპატიჟა და მათ შორის, მისი ორი თანაგუნდელიც იყო. რა თქმა უნდა, მათ ამით საკარანტინე წესები დაარღვიეს და კლუბისგან მძაფრი რეაგირება მოჰყვა.

ანდრეა პირლომ ოფიციალურად დაადასტურა, რომ „ტორინოსთან“ მატჩში მათ განაცხადში არ შეიყვანს და გუნდთან ერთად ვარჯიშის უფლება ჯერჯერობით არ აქვთ. მხოლოდ თამაშის შემდეგ იქნება განხილული საკითხი თუ როდის დაუბრუნდებიან ისინი გუნდს.

შეგახსენებთ, რომ „იუვენტუსი“ სერია A-ს მორიგ ტურში 3 აპრილს სტუმრად „ტორინოს“ დაუპირისპირდება.

0.119404