ლონდონის „ჩელსის“ თავკაცი ტომას ტუხელი ინგლისის პრემიერლიგის მარტის საუკეთესო მწვრთნელად დასახელდა. ინფორმაციას ლიგის ვებგვერდი ავრცელებს.
გერმანელის სპეციალისტის ხელმძღვანელობით „ჩელსიმ“ მარტში „ლივერპულსა“ (1:0) და „ევერტონს“ (2:0) მოუგო, ხოლო „ლიდთან“ ფრე (0:0) ითამაშა. მან ეს პრიზი კარიერაში პირველად მოიგო.
მარტის საუკეთესო ფეხბურთელად „ლესტერ სიტის“ თავდამსხმელი კელეჩი იენაჩო დასახელდა. ნიგერიელმა შემტევმა მარტში პრემიერლიგაში ჩატარებულ სამ მატჩში 5 გოლი გაიტანა.