იტალიური „მილანი“ ჯანლუიჯი დონარუმასთან კონტრაქტის განახლებაზე შეთანხმებას ვერ ახერხებს. 21 წლის ნიჭიერ კიპერს „როსონერისთან“ ხელშეკრულება ზუსტად 3 თვეში, 30 ივნისს ეწურება და მხარეები ამ დრომდე ვერ მორიგდნენ.
ამიტომაც, ლომბარდიულ გრანდში უკვე დაიწყეს იმ ვარიანტებზე მუშოაბა, რითაც იტალიის ნაკრების მეკარის შეცვლა შესაძლებელი იქნება. ერთ-ერთ კანდიდატად ზაგრების „დინამოსა“ და ხორვატიის ნაკრების კარის დარაჯი დომინიკ ლივაკოვიჩი განიხილება. გარდა ამისა, აქტიურად საუბრობენ „ლილის“ ფრანგი მეკარის, მაიკ მაინანის ტრანსფერზეც.
დონარუმა „მილანთან“ თუ კონტრაქტს არ განაახლებს, 3 თვეში თავისუფალი აგენტი გახდება. ყველაზე ხშირად მის სახელს ლონდონის „ჩელსის“ უკავშირებენ, თუმცა, ახსენებნ „იუვენტუსსა“ და „პარი სენ ჟერმენსაც“.
შეგახსენებთ, ჯანლუიჯი დონარუმას დებიუტი „მილანში“ 2015 წელს შედგა და დღემდე 200-ზე მეტი მატჩი ჩაატარა.