იტალიის მოქმედი ჩემპიონის, „იუვენტუსის“ ფეხბურთელ ლეონარდო ბონუჩის კორონავირუსი აღმოაჩნდა. სანაკრებო შეკრებიდან ტურინში დაბრუნებულ 33 წლის მცველს ტესტი ჩაუტარდა, რომელმაც დადებითი პასუხი აჩვენა.
აღსანიშნავია, რომ ბონუჩიმ ჩრდილოეთ ირლანდიასთან და ბულგარეთთან ითამაშა, გუშინ კი ლიეტუვასთან სათადარიგო სკამზე იყო. სწორედ ამ თამაშის წინ იტალიის ნაკრების შტაბის 4 წარმომადგენელს კორონავირუსი დაუდასტურდა და სავარაუდოდ, ლეონარდოც ამის შედეგად დაინფიცირდა. ის ახლა თვითიზოლაციშია და რამდენიმე მატჩის გამოტოვება მოუწევს.
იგივე ვითარებაში მერიჰ დემირალი, რომელიც თურქეთის ნაკრებში დაინფიცირდა და ტურინელებს ორი ცენტრალური მცველი დააკლდათ, რაც დიდი დანაკლისია. მითუმეტეს, რომ „იუვეს“ მძიმე კალენდარი აქვს - 3 აპრილს, „ტორინოს“ და 7 აპრილს „ნაპოლის“ ეთამაშება.
შეგახსენებთ, რომ მიმდინარე სეზონში 33 წლის ფეხბურთელმა ჩატარებულ 29 მატჩში 2 გოლი გაიტანა.