ფეხბურთი

15:49 | 1.04.2021 | ნანახია [] - ჯერ

დეშამმა ყაზახები შეაქო

საფრანგეთის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, დიდიე დეშამმა, 2022 წლის მსოფლიო ჩემპიონატის D შესარჩევ ჯგუფში მე-3 ტურის შემდეგ შექმნილი სიტუაცია შეაფასა.

„ყველასთვის რთული ვითარებაა. რაიმეს თქმა ჯერ ნაადრევია. ყველაფერი ახლა იწყება. შეხედეთ ყაზახეთს, ჟურნალისტების აზრით, მათ დილეტანტი ფეხბურთელები ჰყავთ. მაგრამ მოახერხეს და უკრაინას დაუზავდნენ (1:1). ესე იგი, არც ისეთი დილეტანტები ყოფილან, არა?“ - განაცხადა დეშამმა ბოსნია- ჰერცეგოვინასთან შეხვედრის შემდეგ. ფრანგებმა ეს მატჩი სტუმრად ანტუან გრიზმანის ერთადერთი გოლით მოიგეს და 3 ტურის შემდეგ, 7 ქულით სატურნირო ცხრილს სათავეში უდგანან.

0.121176