კალათბურთი

10:22 | 1.04.2021 | ნანახია [] - ჯერ

გოგა ბითაძის 7 ქულა, 3 მოხსნა და 5 ფოლი 10 წუთში

ეროვნულ საკალათბურთო ასოციაციაში გოგა ბითაძის „ინდიანა პეისერსმა“ მორიგი მატჩი ჩაატარა და საკუთარ მოედანზე „მაიამი ჰიტს“ უმასპინძლა. შეხვედრა დაძაბული გამოდგა და საბოლოოდ, სტუმრებმა 5 ქულის სხვაობით, 92:87 მოიგეს.

ქართველმა ცენტრმა 10:41 წუთი ითამაშა და კიდევ ერთხელ სათამაშო დროის გათვალისწინებით საკმაოდ ნაყოფიერი შეხვედრა ჰქონდა. ბითაძემ ხსენებულ დროში 7 ქულა, 3 მოხსნა და 1 პასი მიითვალა. გოგამ 5-დან 2 ორქულიანი და 1-დან 1 სამქულიანი ჩააგდო, ხოლო საჯარიმო არ უსვრია. აღსანიშნავია, რომ მიუხედავად მცირე დროისა 5-ჯერ დაჯარიმდა, რაც მისი მთავარი მინუსია.

„ინდიანას“ ლიდერებს არც ისე შედეგიანი თამაში ჰქონდათ. მალკოლმ ბროგდონმა 7 ქულა და 7 მოხსნა, ხოლო დომანტას საბონისმა 9 ქულა და 14 მოხსნა მიითვალა. „მაიამიში“ 16 ქულით, 8 მოხსნითა და 7 პასით ბემ ადებაიო გამოირჩა.

„ინდიანა პეისერსს“ 21 მოგების საპირისპიროდ 25 წაგება აქვს და აღმოსავლეთ კონფერენციაში მეცხრე ადგილზეა, მომდევნო შეხვედრას კი 3 აპრილს „შარლოტ ჰორნეტსთან“ ჩაატარებს.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 210
სარეკლამო ადგილი - 33
250 x 210
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.132252