მსოფლიოს 2022 წლის ჩემპიონატის შესარჩევ ეტაპზე საქართველოს ნაკრები მესამე ტურში საბერძნეთის ნაკრებს დაუპირისპირდება. ორივე გუნდის ძირითადი შემადგენლობა ცნობილია.
ვილი სანიოლმა წინა, ესპანეთთან მატჩთან შედარებით ძირითად 11-ეულში ერთი ცვლილება განახორციელა - ვაკო გვილიას ადგილი გიორგი აბურჯანიამ დაიკავა.
საბერძნეთი (4-3-3): ვლახოდიმოსი; ბაკაკისი, პაპადოპულოსი, ცაველასი, იანულისი; ზეკა, ბაკასეტასი, ბუხალაკისი; ცოლისი, პავლიდისი, ფორტუნისი
მწვრთნელი: ჯონ ვან 'ტ სხიპი
საქართველო (4-2-3-1): ლორია; კაკაბაძე, კაშია, დვალი, გიორბელიძე; კანკავა, აბურჯანია; ლობჟანიძე, კიტეიშვილი, კვარაცხელია; ზივზივაძე
მწვრთნელი: ვილი სანიოლი
შეგახსენებთ, საქართველოს ორი თამაშის შემდეგ ქულა არ აქვს, ხოლო საბერძნეთთან ჯერ ერთხელ ითამაშა და ესპანეთთან სტუმრად ქულა მოიპოვა. მატჩი თბილისის დროით 22:45 საათზე დაიწყება.