იტალიის სერია A-ს მარტის საუკეთესო ფეხბურთელად „ნაპოლის“ კაპიტანი ლორენცო ინსინიე დასახელდა. ინფორმაცია ლიგის ვებგვერდმა ოფიციალურად გაავრცელა.
ინსინიემ მარტში 4 თამაში ჩაატარა, 3 გოლი გაიტანა და 1 საგოლე პასი შეასრულა, რითაც თავის გუნდს მნიშვნელოვანი ქულების მოპოვებაში დაეხმარა.
მიმდინარე სეზონში ინსინიემდე სერია A-ს თვის საუკეთესო ფეხბურთელებად პაპუ გომესი, ზლატან იბრაჰიმოვიჩი, კრიშტიანუ რონალდუ, ჰაქან ჩალჰანოღლუ, სერგეი მილინკოვიჩ-სავიჩი და რომელუ ლუკაკუ გახდნენ.