ფეხბურთი

13:43 | 31.03.2021 | ნანახია [] - ჯერ

"მანჩესტერ სიტის" ჯეკ გრილიშის დამატება უნდა

„მანჩესტერ სიტი“ ასტონ ვილას ნახევარმცველით ჯეკ გრილიშით დაინტერესდა. ინფორმაციას ინგლისური მედია ავრცელებს და წერს, რომ "ქალაქელთა" მთავარ მწვრთნელ პეპ გვარდიოლას და კლუბის ხელმძღვანელობას, ფეხბურთელის დამატება უნდათ.

თუმცა, წყაროს თანახმად, ზაფხულში მანჩესტერულ კლუბს ეს ძალიან გაუჭირდება, რადგან ისინი ასევე აპირებენ "დორტმუნდის" ფორვარდის ერლინგ ჰოლანდის გადაბირებას და რა თქმა უნდა კიდევ ერთი ძვირადღირებული ტრანსფერის განხორციელებას ვერ შეძლებენ.

ასევე გავრცელდა ინფორმაცია, რომ ასტონ ვილა გრილიშის სანაცვლოდ 90 მილიონ ფუნტ სტერლინს ითხოვს და კლუბი ფასის დაკლებას არც კი განიხილავს.

0.114843