კალათბურთი

22:39 | 30.03.2021 | ნანახია [] - ჯერ

შერმადინმა და მაკფადენმა ესპანური ლიგის მარტის MVP-ის ტიტული გაიყვეს (+VIDEO)

ესპანეთის ლიგა ენდესაში მარტის MVP-ის ტიტული ორმა კალათბურთელმა გაიყო და ორივე საქართველოს ნაკრების წევრია - გიორგი შერმადინი და თად მაკფადენი!

„ტენერიფეს“ ქართველმა ცენტრმა მარტში საშუალოდ 17.5 ქულა, 4.5 მოხსნა, 2 პასი და 1 დაფარება დააგროვა, მისი მარგი ქმედების კოეფიციენტი კი 25.5 გამოდგა, ამაზე მაღალი შედეგი კი არავის ჰქონია. გიორგის მხოლოდ მიმდინარე სეზონში მესამედ ერგო თვის საუკეთესო მოთამაშის ტიტული, ოქტომბრისა და იანვრის შემდეგ. შერმადინს ბრწყინვალე სეზონი აქვს და ასე თუ გააგრძელებს, სეზონის საუკეთესო კალათბურთელიც გახდება. შერმადინი ლიგა ენდესაში საშუალოდ 24:25 წუთში 17.4 ქულას, 5.6 მოხსნას, 2.1 პასს, 0.6 დაფარებასა და 1 ჩაჭრას აგროვებს.

„ბურგოსის“ ლიდერმა მაკფადენმა მარტში საშუალოდ 23 ქულა, 1 მოხსნა, 5.5 პასი მიითვალა, მისი მარგი ქმედების კოეფიციენტი 25.5 გამოდგა, როგორც შერმადინის შემთხვევაში. საქართველოს ნაკრების ნატურალიზებული წევრი კარიერაში პირველად დაეუფლა ამ ჯილდოს. ის მიმდინარე სეზონში საშუალოდ 21:46 წუთში 14.3 ქულას, 1.5 მოხსნას, 2.4 პასს, 0.1 დაფარებასა და 1 ჩაჭრას აგროვებს, ხოლო მარგი ქმედების კოეფიციენტი 12.2-ს უტოლდება.

0.115221